თამთა მეგრელიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა იყო ეროვნული ღირსებით და ძირძველი ისტორიით ნაკარნახევი

თამთა მეგრელიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა იყო ეროვნული ღირსებით და ძირძველი ისტორიით ნაკარნახევი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვა იყო ქართული და იყო ეროვნული ღირსებით და ძირძველი ისტორიით ნაკარნახევი!, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის, პრეზიდენტის სიტყვაში, საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილში გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც მზად არის დიალოგისთვის ყველა მხარესთან ეროვნული ინტერესების დაცვის პირობებში. მეგრელიშვილის თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მოქნილობასა და პრინციპულობაზეა დაფუძნებული, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში დარჩეს თანმიმდევრულ მოთამაშედ და სანდო პარტნიორად. 

"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვა იყო ქართული და იყო ეროვნული ღირსებით და ძირძველი ისტორიით ნაკარნახევი!

სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17-საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია აქვს, გლობალიზაციის საყოველთაო პროცესი მაინც გამოწვევების წინაშე აყენებს.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა, იყო გზავნილი იმაზე, რომ ჩვენ გავუფრთხილდებით ეროვნულ იდენტობას და არ წავშლით კულტურულ და ცნობიერ კავშირის ისტორიულ ფესვებთან!

მისი სიტყვების შინაარსობრივი გაანალიზებით, ზემოაღნიშნულის გარდა, საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილში გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს პოზიცია - რომ საქართველო მზად არის დიალოგისთვის ყველა მხარესთან ეროვნული ინტერესების დაცვის პირობებში და რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ერთდროულად ეფუძნება მოქნილობასა და პრინციპულობას ეს კი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში დარჩეს თანმიმდევრულ მოთამაშედ და სანდო პარტნიორად.

შიდა სტაბილურობა მან ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას დაუკავშირა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა რომ რეგიონში მრავალი ქვეყანა კრიზისებს განიცდის საქართველო მაინც რჩება სტაბილურობის მაგალითად.

მნიშვნელობიდან გამომდინარე დავუბრუნდები ეროვნული თვითშეგნების ხაზს, პრეზიდენტის ფრაზები ომის ფასსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ასახავს იმ გამოცდილებას, რომელმაც საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს სახე შეუქმნა.

ეს არ არის მხოლოდ ისტორიული მეხსიერება ეს არის მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის განცდა.

ამ გზავნილით პრეზიდენტმა საერთაშორისო აუდიტორიას შეახსენა, რომ საქართველოს არჩევანი არა ძალადობა და ომი, არამედ მშვიდობა და თანაცხოვრებაა, რომელიც ადამიანების თავისუფლებასა და ღირსებაზე დგას.

სწორედ ამ ღირებულებით ცდილობს ქართული სახელმწიფო საკუთარი მომავლის გამყარებას და მსოფლიოში საკუთარი ადგილის ღირსეულად განსაზღვრას." - წერს თამთა მეგრელიშვილი.