31 წლის მანძილზე პირველად, საია საქართველოში არჩევნებს არ დააკვირდება

31 წლის მანძილზე პირველად, საია საქართველოში არჩევნებს არ დააკვირდება

31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - საია, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება. აღნიშნულს ექსპერტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი პრეცენდენტი არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას გაზრდის, რაც არჩევნების შედეგების მიმართ ნდობას შეამცირებს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ამა თუ იმ არასამათავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებს აკვირდებოდნენ, დაფინანსება შეუწყდათ, შესაბამისად, მათი ინტერესიც აღარ არსებობს პროცესებზე დაკვირვებისთვის.

როგორცსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ,  მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.

აია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს, - აღნიშნულიასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

თუმცა, მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საია- არყოფნა არჩევნებზე არ იმოქმედებს, რადგან საარჩევნო პროცესს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ საია- ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ არის, რადგან საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, რაც ამ ეტაპზე შეჩერებული აქვთ. მისივე შეფასებით, ამის ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიმართ ამომრჩეველთა ნდობის კოეფიციენტი უფრო მეტად შემცირდება.

ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილებები იმის ფონზე, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში - ყველა ის ცვლილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ ერთპარტიული პარლამენტის მეშვეობით შეიტანა საარჩევნო კოდექს და სხვა კანონებში. ამის მეშვეობით კი მკვეთრად შეამცირა არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, რომლითაც მკვეთრად შემცირდა ამ ორგანიზაციების დაკვირვების ეფექტიანობა.

ამასთან, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მეშვეობით, პრაქტიკულად, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ ათწლეულების განმავლობაში, შეუწყდათ დაფინანსება, რაც ჰქონდათ ისიც დაუყადაღეს და შესაბამისად, არჩევნებზე დაკვირვების ფინანსური შესაძლებლობაც არ აქვთ. არჩევნებზე ტოტალური დაკვირვება საკმაოდ ძვირი ჯდება და თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ამას ახერხებდნენ, ეს კეთდებოდა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საშუალებებით. ახლა, ეს შესაძლებლობები მათ აღარ აქვთ. ამიტომ, ეს განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ არის, რომ ისინი ვერ დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს, სურვილის შემთხვევაშიც კი.

ეს პროცესი კი არჩევნების სანდოობაზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან დაკვირვების არარსებობის შემთხვევაში, მკვეთრად იზრდება არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. იმის მთქმელიც კი აღარ რჩება, ვინც იტყვის, რომ რაღაცები დაირღვა არჩევნების მსვლელობის დროს, რაც იმოქმედებს არჩევნების შედეგების დამაჯერებლობაზე. ამ ვითარებაში, ის მცირე ნდობაც კი, რაც შესაძლოა საზოგადოებაში იყოს, დაიკარგება, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო პროცესებს დააკვირდებიან, თუ არა:

დამკვირვებელი ყველა არჩევნებზე და ყველა ქვეყანაში არის ხალხი - ის ელექტორატი, რომელიც მიდის არჩევნებზე, ხმას აძლევს მისთვის სასურველ კანდიდატურას თუ პარტიას. ასე რომ, ვინ იქნება დამკვირვებელი - სამართლიანი არჩევნები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიგაური თუ ლომჯარია, არ არის მნიშვნელოვანი. საბოლოოდ, წერტილი დაესმე ამათ თავხედობას, როდესაც შავზე ამბობდნენ - თეთრიაო და თეთრზე ამბობდნენ - შავიაო. მათთვის მთავარი იყო ის დახმარებები, გრანტები, რომელსაც იღებდნენ. დამთავრდა ეს პროცესი და დასრულდა მათი დაკვირვება არჩევნებზე, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საია- გარდა, ადრე განცხადებაგაავრცელა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც (ISFED). მათი განცხადებით, ორგანიზაცია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, განცხადების თანახმად, ISFED გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას.

 

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ვაიმე ეს რა მითხარით?! ასე მოულოდნელად როგორ ჩამაცვით შავები?! ხომ არ იცით ვინ, რომელმა პარაზიტმა დაარსა და დააფინანსა ეს გველხოკერების ბუდე?!
2 საათის უკან
ლაზი ეს რა ობიექტური და ავტორიტეტული "დამკვირვებლები" გამდგარან გვერდზე. ჩამოქცეულა საარჩევნო სამართლიანობა და ეგ არის.
როდის ყოფილა ამ თვითმარქვია "სამოქალაქო საზოგადოებას" თავისი პატრონების სურვილისაგან განსხვავებული დასკვნა რომ დაედოთ. მიიღებდნენ გარედან მითითებას და იმის მიხედვით წკავწკავებდნენ ყოველთვის.
სამართლიანობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის უცხოელი გრანტს რატომ მოგცემს. ის მისი ინტერესების გატარებას და მონური მსახურებას ყიდულობს გრანტით.
ეს ე.წ. ას ორგანიზაციები, გრანტის სმოკინგში გამოწყობილი აგენტურული ქსელია. გაშიფრულ აგენტებს ფულს აღარ უხდის.
აღარ აკვირდებიან კი არა, ვეღარ "აკვირდებიან", გაშიფრულ აგენტებს ფულს არ უხდიან.
2 საათის უკან