უკრაინელი ლტოლვილები ევროკავშირში - მოხდება თუ არა მათი დეპორტაცია 2027 წელს?

უკრაინელი ლტოლვილები ევროკავშირში - მოხდება თუ არა მათი დეპორტაცია 2027 წელს?

ბრიუსელმა უნდა შეიმუშაოს გეგმა, თუ რას შესთავაზებს უკრაინელ ლტოლვილებს მას შემდეგ, რაც 2027 წლის 4 მარტს, მათთვის დროებითი დაცვის სტატუსი შეწყდება. ბოლო დღეებში, ევროკავშირის საბჭომ მიიღო ერთიანი რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისთვის, რც ითვალისწინებს საინფორმაციო მხარდაჭერისა და დახმარების ორგანიზებას იმ ლტოლვილებისთვის, რომლებსაც უკრაინაში დაბრუნება სურთ. გარდა ამისა, დახმარება და მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული საცხოვრებლის ნებართვის გაცემასაც სამუშაოს, ან სწავლის საფუძველზე მათთვის, რომლებიც დარჩენას გადაწყვეტენ. რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ მაშინ უნდა დაბრუნდნენ, როცა ამის საშუალებას გარემოებები მისცემ.

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციები მხოლოდ ზოგადი მიმართულებაა წევრი სახელმწიფოებისთვის და არ შეიცავს დეტალურ ინსტრუქციებს, თუ როდის, ვისთვის და კონკრეტულად, რის საფუძველზე მოხდება საცხოვრებელი სტატუსის ცვლილება. ამიტომ, DW-მ გადაწყვიტა გაერკვია, როგორ შეიძლება დროებითი დაცვის ვადის ამოწურვამ გავლენა მოახდინოს იმ 4.3 მილიონ უკრაინელზე, რომლებიც Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში იმყოფებიან ამ სტატუსით.

ევროკავშირმა 2022 წლის მარტში აამოქმედა დროებითი დაცვის დირექტივა (TPD), რათა მიეღო უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო. დროებითი დაცვის სტატუსის მაქსიმალური ვადა სამი წელია. ევროკავშირმა უკვე ორჯერ გაახანგრძლივა დირექტივის მოქმედება, ბოლოს - 2027 წლის 4 მარტამდე.

„ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციები არის ჩარჩო, მცდელობა - თავიდან ავიცილოთ ქაოტური და არათანმიმდევრული გასვლა დროებითი დაცვის რეჟიმიდან“, - განმარტა DW-სთან, ვიტ ნოვოტნიმ, ბრიუსელის ევროპის კვლევების ცენტრის უფროსმა. მისი თქმით, რეკომენდაციებში „არ არის მითითებები, როგორ უნდა იმოქმედონ წევრმა ქვეყნებმა“, რადგან „ევროკავშირის საბჭოში არ არსებობდა თანხმობა უფრო დეტალური დოკუმენტის მიღებაზე“.

 იძულებითი გაძევებები არ იქნება

მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის რეკომენდაციები წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, თავიანთ კანონმდებლობასა და შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მოარგონ, DW-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ ცალკეული ქვეყნები 2027 წლის მარტის შემდეგ მკაცრ ზომებს მიმართავენ უკრაინელ ლტოლვილებთან მიმართებაში. 

„სანამ რუსული ბომბები უკრაინაში ეცემა, დეპორტაციის რისკი იყო და რჩება მცირე“, - ამტკიცებს ვიტ ნოვოტნი.

დროებით დაცვა, თუ ომი?

უკრაინაში სიტუაციის შემდგომი განვითარება და ომის დასრულების ვადები რთულად პროგნოზირებადია. არსებობს თუ არა ალბათობა, რომ ევროკავშირმა უბრალოდ გადაწყვიტოს დროებითი დაცვის დირექტივის გაგრძელება უკრაინელებისთვის? აქამდე ევროპელი ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ ამისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან TPD-ის მოქმედება მხოლოდ სამ წელზეა გათვლილი და მისი გაგრძელება საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს ევროკავშირის დონეზე.

ვიტ ნოვოტნის აზრით, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების მიღება იმაზე მიუთითებს, რომ ბრიუსელი, 2027 წლის მარტის შემდეგ, TPD-ს აღარ გააგრძელებს. მისი ვარაუდით, თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება, უკრაინელები, რომლებმაც ეროვნული სტატუსი ვერ მიიღეს, მაინც შეძლებენ ევროკავშირში დარჩენას „დეპორტაციის დროებითი გადადების“ (Duldung) მსგავსი პირობებით, რომელიც გერმანიაში მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ უცხოელს ვერ გაასახლებენ, კერძოდ, სამშობლოში არსებული არახელსაყრელი პირობების გამო.

„მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილება - დარჩენა თუ დაბრუნება“
ევროკავშირის რეკომენდაციების მიღება დროებითი დაცვის დასრულების შესახე ბევრ მნიშვნელოვან კითხვას პასუხს არ სცემს,
- ამბობს ვიტ ნოვოტნი. ამიტომ, როგორც ის აღნიშნავს, უკრაინელები კვლავ „სამართლებრივი გაურკვევლობის“ მდგომარეობაში დარჩებიან.

რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ, იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ იმ მომენტამდე, როცა დროებითი დაცვის სტატუსი შეწყდება. თუმცა, ამ სიტუაციაში, მთავარია, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ვადა ახლოვდება, - ურჩევს მარტინ ვაგნერი.

„მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილება - დარჩენა თუ დაბრუნება და შეაგროვეთ ამისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია“, - ამბობს ექსპერტი.

სანდო წყაროები შეიძლება იყოს უკრაინის საელჩოები მასპინძელ ქვეყნებში, ეროვნული ხელისუფლება, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორე რჩევა - პანიკაში არ ჩავარდეთ, რადგან ყველა წევრი ქვეყანა ცდილობს, იპოვოს ოპტიმალური გადაწყვეტილება.

წყარო: https://www.dw.com/ru/ukrainskie-bezency-v-es-budut-li-vysylat-posle-2027go/a-74100598