ბრიუსელის „საბჭოური მიდგომები“ და პოლიტიკური მანიპულაციები - რატომ არ მიიწვიეს ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში        

ბრიუსელის „საბჭოური მიდგომები“ და პოლიტიკური მანიპულაციები - რატომ არ მიიწვიეს ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში        

საქართველოს წინააღმდეგ, ევროკავშირში მიღებული ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მხოლოდ ელჩის დონეზე მიწვევით შემოიფარგლა, თბილისში დამსახურებულ უკმაყოფილებას იწვევს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი“.

საქმე იმაშია, რომ ევროკავშირმა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების პასუხად, თითქოსდა, „დემოკრატიული უკუსვლის“ დასაბუთებით, მაღალი რანგის კონტაქტების შეზღუდვა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ბრალდების ფონზე, საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. მმართველი გუნდის პოზიციით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს ბრიუსელის პოლიტიკის რეალურ სახეს - საბჭოურ სტილში მოქმედებას, როდესაც მცირე ქვეყნებს საკუთარი დღის წესრიგის წინააღმდეგ წამოწყებული ქმედებებით აჯარიმებენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის საბჭოური მიდგომები, როდესაც არც ლაპარაკი და არც დიალოგი არ სურთ.

„რაც შეეხება ევროპასა და დაკავშირებადობის საკითხს, ევროპა მაქსიმალურად უნდა იყოს, თუ ობიექტურ ინტერესებზეა საუბარი, დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად გაჭრას ახალი ხაზები ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ფონზე, როდესაც საქართველოს არ პატიჟებენ მინისტრის დონეზე, რომელიც არის ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა, სწორედ დაკავშირებადობის კუთხით, თავისი გეოგრაფიული პოტენციალიდან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და როდესაც ასეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ იწვევ, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, - ამბობს პრემიერი.

მისივე თქმით, ბრიუსელი ხელოვნურად ცდილობს ევროპისთვის სასარგებლო ეკონომიკური კავშირების ჩაშლას, რაც თავადვე აზარალებს ევროკავშირს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მკვეთრად აფასებს შექმნილ ვითარებას. მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილისთვის ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე მინისტრის დონეზე მიწვევის გაუქმება, ბრიუსელის არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკის ნაწილია: „ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა, რომლითაც ზიანდება თავად ბრიუსელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ, საქართველოში რეფორმებთან დაკავშირებით, კონკრეტული რვაპუნქტიანი რეკომენდაციები დაასახელა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დათქვა. კომისიის მიერ გაჟღერებული მუქარა, რომ შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც განიხილონ, აშკარად პოლიტიკური იარაღია, რომლის მიზანი საქართველოს სუვერენული პოლიტიკის კონტროლია.

თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერი სალომე სამადაშვილი ბრიუსელის ნაბიჯს ხელისუფლების არალეგიტიმურობის ნიშნულად მიიჩნევს: „ბოჭორიშვილის არმიწვევა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე არის ყველაზე ნათელი ნიშნული, რომ ამ ხელისუფლებას ევროკავშირის ლეგიტიმაცია არა აქვს“.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რა ზეწოლას განიცდის ოპოზიცია დასავლეთის მხრიდან, რასაც შიდა პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად იყენებს. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, საქართველოს ლეგიტიმაციას მხოლოდ ქართველი ხალხი ანიჭებს და არა ბრიუსელის ბიუროკრატია.

ექსპერტი გიორგი ახვლედიანი კი for.ge-თან ამბობს, ევროკავშირის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ლუქსემბურგის მინისტერიალზე მიწვევის უარყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრიუსელი პოლიტიკურ თამაშებშია ჩართული და ქვეყნებისადმი მიდგომაში ობიექტურ ინტერესებზე კი არა, არამედ ზეწოლის მექანიზმებზეა ორიენტირებული.

„ევროკავშირის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ლუქსემბურგის მინისტერიალზე მიწვევის გაუქმება არის არა დიპლომატიური ჟესტი, არამედ პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. ეს გადაწყვეტილება ისევ და ისევ გვახსენებს საბჭოთა კავშირისდროინდელ მიდგომებს, როდესაც ცენტრალიზებული ძალა პატარა ქვეყნებს საკუთარ ნებაზე დამორჩილებას აიძულებდა. დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირი იმავე პოლიტიკას მიმართავს - ცდილობს, საქართველოს დასაჯოს იმის გამო, რომ ქვეყანამ აირჩია სუვერენული პოლიტიკის გზა და არ იღებს დიქტატს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, აქ საქმე არც ლეგიტიმაციაშია და არც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურია, რადგან მას ხალხის მხარდაჭერა აქვს.

„ბრიუსელის მიერ გავრცელებული ლოზუნგები „დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ, მხოლოდ საბაბია, რომ გამოიყენონ სანქციის მსგავსი ბერკეტები და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიონ. ევროპას, ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა სურდეს საქართველოსთან თანამშრომლობა - იქნება ეს ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, თუ ტრანსპორტის ახალი ხაზები. საქართველო გეოგრაფიულად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და როდესაც ასეთ ქვეყანას განზრახ ამცირებენ ელჩის დონეზე მიწვევით, პირველ რიგში, ეს თვითონ ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს.

ოპოზიცია ამ ნაბიჯს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად იყენებს და საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე საუბრობს. სინამდვილეში, ყველასთვის ნათელია - ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად, არამედ მიზნად ისახავს საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებას და რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობას“, - მიიჩნევს ახველდაინი.

მისივე თქმით, ევროკავშირი სერიოზულად აზარალებს საკუთარ რეპუტაციას, როდესაც ასეთ არაკვალიფიციურ და ბავშვურ ნაბიჯებს დგამს. საქართველოს ხელისუფლება კი სწორად აკეთებს, რომ მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და არჩევანის თავისუფლებას.

 

 

 

 

კანუდოსელი დემოკრატია დუღს და გადმოდის აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში. მხოლოდ აქ იზღუდება. ეს იმის ბრალია, რომ ევროპას მისცეს უფლება საქართველოში ხელი ეფათურებინა და მინისტრები ენიშნა. ახლა ეს რომ აღარ ხდება, გაცეცხლებული არიან. ჩმორები რომ არ ვიყოთ, ევროკავშირის ელჩს დიდი ხნის წინ მივაბრძანებდით და რეფერენდუმსაც ჩავატარებდით ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მაგრამ აბა ვინ მოგვცა ამხელა უფლება, ფიშერი დაიბარეს და თან ერთი ადგილი უკანკალებდათ.
2 საათის უკან
გიული გუბაზაძე. ბრიუსელი გახლავთ ჰომოსექსუალიზმის, ლეზბოსელობის და ნეხვის ჭამის მსოფლიო დედაქალაქი…
1 საათის უკან