ზაალ ანჯაფარიძე: ამ

ზაალ ანჯაფარიძე: ამ "გაბუტვის" პოლიტიკას ცოტა პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს

24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა "ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის," ასევე პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის. კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და ამ ფონზე, ჯერ ევროკავშირის, ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ "გაბუტვის" პოლიტიკას, პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს.

"24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა "ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის," ასევე პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის.

კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევა, ტრამპისადმი მისი ქვეშევრდომის მიერ გაკეთებული ჟესტი ხომ არ იყო?

ჯერ ევროკავშირის ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ "გაბუტვის" პოლიტიკას ცოტა პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს." - წერს ანჯაფარიძე.

 

Gami რუბიოს აფერხებს ტრამპის ურთიერთობას საქართველოსთან. რუბიომაც არ იცის, რა გააკეთოს. ადგილზე " ბუქსაობს". ერთ-ერთი სუსტი სახელმწიფო მდივანია აშშ-ს ისტორიაში. წყალ-წყალა ტიპაჟია.
2 საათის უკან
კანუდოსელი გაბუტული იქნებიან აბა რა, ვერ დაამხეს და ნაცარტუტად ვერ აქციეს საქართველო. რატომ ბრაზდებით იგნორირებით, მე პირიქით, ძალიან მიხარია დასავალეთის იგნორირება, ვისაც ყურადღების ცენტრში ამყოფებენ, მისგან მსხვერპლსაც ელოდებიან. რა ტირილი და ლოყების ხოკვა გაქვს, ხალხო! დასრულდა ის, რაც იყო მთელი 30 წელი. ახლა ახალი ფურცლიდან იწყება საქართველოს პოზიციონირება. სანამ ამას ველური დასავლეთი შეეგუება, ასე იქნებიან 4 წლის ბაღის ბავშვის პოზაში. მარკო რუბიო არის ყველაზე უგვანო პოლიტიკოს, მისგან რა უნდა გეწყინოს. უნდა გიხაროდეს, რომ არ გეძახის.
1 საათის უკან
Gami რუბიოს მიერ საქართველოს "იგნორირება" და სომხეთ-აზერბაიჯანზე ფსონის დადება,მის პოლიტიკურ უმწიფრობაზე და ახლომხედველობაზე მეტყველებს. სულ მცირე ხანში ყველა დაინახავს რუბიოს პოლიტიკის ანეგდოტურ კრახს, როცა ჩვენი მეზობლები,სამწუხაროდ ისევ დაეტაკებიან ერთმანეთს. მერე აგონ ასფალტი ზანგეზურის "კარიდორში".
1 საათის უკან
Gami უსქესო მაკრონმა ხომ თქვა: "საქართველო ევროპიდან შორს არისო". სამაგიეროდ აზერ- არმენიაა არიან ევროპის გულისგულში.რუბიომაც ასე იცის, ალბათ..
1 საათის უკან