რადიკალების გეგმა - ნებისმიერი დაწესებულების პიკეტირება-ბლოკირება

რადიკალების გეგმა - ნებისმიერი დაწესებულების პიკეტირება-ბლოკირება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ რადიკალური ოპოზიციის გეგმა გაასაჯაროვა და არჩევნებამდე 11 დღით ადრე თქვა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება. წითლიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ.

„საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ, მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით. ხელი თუ გადაუცდებათ, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ.

არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა. 4 000 გდდ-ს თანამშრომელი ვერ მოერევა, თუ ის გაბედავს, ხელი ასწიოს ათასობით საქართველოს მოქალაქეზე. არანაირი მოტივაცია არ აქვს, განსაკუთრებით ახლა, იმ რღვევის შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს“, - აცხადებს ანი წითლიძე.

ეს განცხადება ცხადჰყოფს, რომ რადიკალები პროცესების რადიკალიზაციისთვის ემზადებიან და ამისთვის ისინი იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ამაზე მეტყველებს ასევე რადიკალური ოპოზიციის წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადებაც, რომ საქართველოში, 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება.

„ელემენტარული მათემატიკა: საქართველოში 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულების თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება-ბლოკირება - პარლამენტი, კანცელარია, საკრებულო, მერია, სამინისტრო, ცესკო, გზა, მაგისტრალი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი, პორტი, ტერმინალი და ა.შ. ნებისმიერის! 100 000 ადამიანი ნიშნავს 10 ასეთ ჯგუფს, 200 000 ადამიანი ნიშნავს 20 ასეთ ჯგუფს. თეორიულად ეგრეა. P.S. 9 X 6 = 54“, - წერს გოგა ხაჩიძე.

რადიკალების პარალელურად, ემზადება ხელისუფლებაც. ამიტომ, აფრთხილებენ რადიკალებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ყველა ქმედება იქნება აღკვეთილი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა - ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას. მისივე თქმით, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები „მარიონეტები არიან და ძალიან მარტივად აქვთ დალაგებული თემა“.

„ძალიან მარტივად აქვთ დალაგებული თემა - ქვეყანაში, წლების განმავლობაში, იხარჯებოდა თანხები იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რისთვის სჭირდებოდათ ეს ქსელი? იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლონ, თავად იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. არა ქართველი ხალხი, არამედ თვითონ - გლობალური ომის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. წარმოგიდგენიათ? ეს არის მათი დამოკიდებულება. იმ აგენტურის საშუალებით, რომლის შესაქმნელადაც ძალიან დიდი თანხები დახარჯეს, ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ა.შ. გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალებს აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი პასუხს გასცემს და ვეღარ უშველით მერე „ფეისბუქზე“ პოსტი და საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება. მისივე თქმით, რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ პროვოკაციის მოწყობით რამე მიზანს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან.

„მე კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო ის ადამიანები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ვინც შეიძლება ამ პროვოკაციაში ჩართონ. როდესაც კანონის წინაშე წარსდგებიან, „ფეისბუქზე“ ტირილი გვიან იქნება, ამიტომ არავინ ჩაერთოს პროვოკაციაში! რაც შეეხება მიტინგს და მშვიდობიან აქციას, მაგის უფლება საქართველოში ყველას აქვს.

რამდენად ეთიკურია დღე და ღამე იმის ძახილი, რომ სახელმწიფოში გადატრიალებას და დამხობას მოვახდენთო?! ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, თორემ კანონი პასუხს გასცემს და ვეღარ უშველით მერე „ფეისბუქზე“ პოსტი და საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება! იმ საზღვარგარეთმაც უნდა გაიგოს, რომ მარტო ისინი არ არიან ერები და ქვეყნები, რომ საქართველოც ქვეყანა და ერია, აქაც კონსტიტუციაა, აქაც ხალხია და აქაც არჩევნებია! ამას ყველამ პატივი უნდა სცეს - შინ და გარეთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ანა წითლიძის განცხადება ერთგვარი მტკიცებულებაა, რადგან ძალადობრივ აქციებს აპირებენ, რაც არ გამოუვათ. ოპოზიციას არანაირი მშვიდობიანი პროტესტი არ უნდა და მათი განცხადებებიც ამას ადასტურებს.

„ომის წინ, მოწინააღმდეგის რიცხვები რომ აინტერესებთ ხოლმე, ესენიც ასე რატომ ითვლიან სამართალდამცავების რაოდენობას? დაპირისპირებას აპირებენ? აბა, მშვიდობიანი პროტესტი იქნება და ძალადობრივი არ იქნებაო? რა მათი საქმეა, რამდენი თანამშრომელია? ხალხთან აპირისპირებენ? იმდენი ნიჭიც არ აქვთ, რომ ასეთი სულელური განცხადებები არ გააკეთონ. წარმოიდგინეთ, საფრანგეთში ან გერმანიაში, რომელიმე ოპოზიციონერმა თქვას, ჩვენ ამდენი ვართ, ისინი იმდენი და ვინ მოერევაო. ეს განცხადება მტკიცებულებაა, რომ ძალადობრივ აქციებს აპირებენ, რაც არ გამოუვათ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, რა არის იმის ინდიკატორი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორ რადიკალებს უჭირთ? ესაა აქციამდე მათი ლიდერების, მაგალითად, ხაბეიშვილის მდედრი კლონის, წითლიძის მოხშირებული განცხადებები, თითქოს, ხელისუფლებას აქციის ეშინია, თითქოს, სპეცრაზმი ვერ აუვა ამდენ ხალხს.

„ეს მოძველებული ხერხი ბევრჯერ გვინახავს. რადიკალები ასე ცდილობენ გულუბრყვილო ხალხის წამოკიდებას, რომ მათში ყალბი იმედები გააღვივონ და როგორმე აქციაზე მიიყვანონ. ხალხს კი ეს უაზრო აქციები ბეზრდება უკვე. ისე საინტერესოა, მაშინ რას იზამენ და სად გაასწრებენ, თუკი ხალხი, რომელიც მათ ვერ იტანს, მასობრივად გამოვიდა ქუჩაში, სამართალდამცველებისა და სახელმწიფოს დასახმარებლად? ისინი ძალიან ბევრნი, მათზე ბევრნი იქნებიან და ვინძლო, სპეცრაზმსაც გაუჭირდეს მათი შეკავება. ეს ყველაზე მძიმე სცენარი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, „კოლექტიური წითლიძეებისათვის“, მაგრამ მათ და აქციის მონაწილეებს თავად მიჰყავთ საქმე ამისკენ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში, ბოლო დღეებია დამდგარი, აწ უკვე სექტად ქცეული, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, იგივე ლიბერალურ-ფაშიზმისათვის. შესაბამისად, ბოლო დღეებში, შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან და ამას თავადაც უმწარესად გრძნობენ, ამიტომაც აპირებენ, ერთი კიდევ წაიკბინონ თავიანთი პოლიტიკური განადგურების ბოლოჟამს, რის გამოც, საკუთარი თავის საბოლოო დაღუპვის თარიღად, სწორედ 4 ოქტომბერი გამოაცხადეს.

„იციან, რომ საქართველოს მოსახლეობა იმაზე არანაკლებ ელოდება 2025 წლის 4 ოქტომბერს, ვიდრე ელოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. იციან, რომ მათი რეალური და პოტენციურად უსაშიშრესი, აწ უკევე სექტა, პოლიტიკურ-სამართლებრივად დასრულდება და აუცილებლად გასამართლდება (მასალები საპარლამენტო საგამოზიებო კომისიის დევს და ელის ამოქმედებას). იციან, რომ კარს არის მომდგარი მათი კანონგარეშედ გამოცხადება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში (თქვენ ნახავთ, რომ ანალოგიური პროცესები სულ მალე დაიწყება აშშ-ში, ცოტა მოგვიანებით კი ევროპაში).

იციან, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, კანონის ფარგლებში, მათი დანდობა არ იქნება არსად, ქვეყნის არცერთ კუთხეში! ამიტომაც ჩაუყენეს ამ პოლიტიკურად განწირულებს სათავეში ტლუ, უვიცნი, უწიგნურნი, გაუნათლებელნი და გაჯონჯოლიებეულნი: ბრიყვი ხაბე, მელობიე ნანულა, მევენახე ია, თინა „ტაივანჩიკი“, ბანი პაატა, გუბაზას ბურვაკი... ისტორიული პროცესი ლოგიკური დასარულისაკენ მიდის. მის აღსრულებამდე დარჩა მხოლოდ 11 დღე“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

გიული გუბაზაძე. აუცილებელია ე.წ. რადიკალების რამოდენიმე ლიდერის ისე ცემა, რომ დაინვალიდნენ სამუდამოდ და მხოლოდ ინვალიდების სპეციალური სავარძლებით შელონ გადაადგილება! ამის მერე სამუდამოდ ჩაიგდებენ ხმას სამშობლოს მოღალატე რადიკალები! მხოლოდ უმკაცრესი ფიზიკური ზომების გამოყენებაა საჭირო და არა ციხეებში მათი ჩასმა და საკნებში ხაჭაპურებით მათი კვება!
2 საათის უკან