შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაა ის, რომ საქართველო, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას. ეს არის პოლიტიკური მიზანი

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაა ის, რომ საქართველო, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას. ეს არის პოლიტიკური მიზანი

პოლიტიკაა ის, რომ საქართველო, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას. ეს არის პოლიტიკური მიზანი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ თუ არა დასტური იმაზე, რომ დააკავონ ღარიბაშვილი-ლილუაშვილის ნდობით აღჭურვილი კადრები, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად, ვინმეს დაკავება-არ დაკავება, სისხლის სამართლებრივ საკითხებზე საუბარი, არ არის პოლიტიკური საკითხი“.

მისივე თქმით, აღნიშნულის კომპეტენცია სრულად აქვს მთავარ პროკურატურას და შესაბამის სამართალდამცველ უწყებებს.

პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც პარლამენტის მხრივ სრულდება საკანონმდებლო ბაზის სრულყოფით და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იმით, რომ მობილიზებული იყვნენ და კორუფციული რისკების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.