თინა ხიდაშელი: ჩვენი აქტივისტების ტერორი საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში მიმდინარეობს

თინა ხიდაშელი: ჩვენი აქტივისტების ტერორი საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში მიმდინარეობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თინათინ ხიდაშელმა და ზვიდ ძიძიგურმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს. „კვირას, 12 მარტს მთელი დღის და ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდა ჩვენი აქტივისტების ტერორი საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში. ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ მათტან, ამბობდნენ, რომ იყვნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები. თუმცა, რეალურად ეს შეუძლებელი ოყო, ვინაიდან კოტროლის პალატას ყველა სოფელსა და იარონში წარმოამდგენლობა არ აქვს. ეს იმითიც დასტურდება, რომ ადგილები სადაც მათ იბარებდნენ, უმეტეს შემთხვევებში, არ იყო კონტროლის პალატის შენობები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაციონალური არხები კეთილს ინებებენ და ერთხელ მაინც გააგებინებენ საქართველოს, რა ხდება ამ ქვეყანაში“ , - განაცხადა ხიდაშელმა