ხელისუფლება არჩევნების გაყალბების ახალ მექანიზმზე მუშაობს

ხელისუფლება არჩევნების გაყალბების ახალ მექანიზმზე მუშაობს

ოპოზიცია, უფრო სწორედ, „ქართული ოცნება“ აქტიურად ემზადება იმისთვის, რომ არჩევნების დღეს მაქსიმალურად არ დაუშვას გაყალბებისა და დარღვევების მცდელობები. ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ განცხადება უკვე გაკეთებული აქვს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწორედ გაყალბებისა და დარღვევების მცდელობების დაფიქსირება იქნება ერთ-ერთი მთავარი საშუალება იმისთვის, რომ ხელისუფლების ისევ უმრავლესობით მოსვლას ხელი შეეშალოს.

ცხადია, საუბარია იმაზე, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება გამარჯვებას არასამართლიანი მეთოდებით შეეცდება. ამისთვის კი ხელისუფლებას, როგორც წესი, საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია, დაწყებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და უშუალოდ არჩევნების დღეს განხორციელებული მაქინაციებით.

მაგალითად, ბოლო, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, presage.tv-ს ინფორმაციით, მხოლოდ დიდუბეში, 10-15 კაციანი ჯგუფი მიდიოდა სხვადასხვა უბანზე და ყოველგვარი მოწმობის გარეშე უბანზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენელი აძლევდა მათ რამდენიმე ბიულეტინს და ისინიც უპრობლემოდ ყრიდნენ ურნებში. აღნიშნულ ინფორმაციაზე უშუალოდ ის ადამიანები, საუბრობდნენ, ვისაც ხელლისუფლების დავალება უწევდა. მსგავსი ფაქტი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, მაგრამ ეს უკვე წარსული მბავია. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ხდება გაყალბება და ამ გაყალბებებისა და დარღვევების დაფიქსირებაა საჭირო.

ამიტომაც ოპოზიცია ამისთვის ახლავე ემზადება და გარკვეული რაოდენობის ადამიანების გადამზადებას გეგმავს, რათა მათ ამ დარღვევების დაფიქსირება შეძლონ.
ამასთან, იგივე სამუშაოს განახორციელებენ საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, შესაძლოა, მათი ეს ქმედებები მართლა ეფექტური აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, თუკი იქნება ძალიან ბევრი დარღვევები და ეს დარღვევები დაფიქსირდება, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას საფუძველი ექნება, რომ გაყალბებული არჩევნები არ აღიაროს.

ამიტომაც ახლა ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დარღვევების დაფიქსირება არ დაუშვას. presage.tv-ს ინფორმაციით, ამიტომაც, ხელისუფლებამ ამისთვის მოიფიქრა, რომ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებში საკუთარი ხალხი შეაგზავნონ, რომლებიც არჩევნების დღეს მათ სასარგებლოდ იმუშავებენ.

ცხადია, ამისთვის „ნაციონალების“ აქტივისტების გამოყენება სისულელე იქნება და ისეთი ადამიანები ესაჭროებათ, რომლებიც პოლიტიკასთან არანაირად არ არიან ასოცირებულნი. ასეთი ხალხის მოძებნა და ყველა ძალოვან უწყებას აქვს დავალებული. მათ ეს ხალხი უნდა დააშინონ და აიძულონ, რომ ნაციონალებისთვის იმუშაონ.

მეორეს მხრივ კი ნეიტრალური ხალხის მოძებნა აქვთ დავალებული ადგილობრივ თვითმმართველობებსაც და ისინი სოციალური მუშაკების მეშვეობით ცდილობენ არა დაშინებას, არამედ ფულით დაინტერესებას.

როგორც presage.tv-თან ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა თქვა, რომლის ვინაობასაც გასაგები მიზეზების გამო არ დავასახელებთ, რომ მას შესთავაზეს იმუშაოს ამ მიმართულებით და ფულს ეს ორგანიზაციებიც გადაუხდიან და ნაციონალებიც.

ასე რომ, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ახლა დამატებითი პრობლემაც შეექმნათ, რათა ისეთი ხალხი შეარჩიონ, ვისაც ენდობიან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ეს ყველაფერი წყალში ჩაყრილი შეიძლება აღმოჩნდეს.