საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მიმართა. მან ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვა ახალ ზელანდიასთან ხვალინდელ მატჩში, რომელიც მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში გაიმართება. „ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით!“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ქართველ მორაგბეებს.