ბეთჰოვენის ერთმა თაყვანისმცემელმა, გერმანელმა კომპოზიტორმა, რომელიც “ფიდელიოს” კლავირს წერდა, უკანასკნელი გვერდი რომ დაამთავრა, ბოლოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: “ღვთის წყალობით დავამთავრე”.
ხელნაწერი მოხვდა ბეთჰოვენთან, რომელმაც ზოგიერთი შესწორება შეიტანა და ხელნაწერი დააბრუნა.
კომპოზიტორმა გადაათვალიერა ბეთჰოვენის ჩანაწერები და თავისი მინაწერის გვერდით დაინახა შემდეგი შენიშვნა:
“მოკვდავო, დაენდე მხოლოდ საკუთარ ძალას!”