გზად მიმავალ უკვე სახელგანთქმულ მწერალს ბერნარდ შოუს ველოსიპედი დაეჯახა.
ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს იხდიდა. შოუმ შეაწყვეტინა და უთხრა:
- თქვენ ბედმა არ გაგიმართლათ, სერ! უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი.