გაეროს მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთში, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 8 ათასი ადამიანი დაიღუპა, აქედან უმრავლესობა სამოქალაქო პირია. "ინტერფაქს უკრაინას" ცნობით, ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა კრისტოფ ჰაინსმა განაცხადა.
"ეუთო-ს მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ამ ადამიანების უმრავლესობა სამოქალაქო პირია. შემაშფოთებელია, რომ ორივე მხარეს სამხედრო აღჭურვილობა და არტილერია სამოქალაქო პირებით დასახლებულ რაიონებში აქვს განლაგებული, რაც მაღალ სიკვდილიანობას იწვევს", - განაცხადა ჰაინსმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.
გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საშუალება მოიძებნოს.