ზოგიერთ ბანკში დოლარის ფასმა 2.50 ლარს მიაღწია

ზოგიერთ ბანკში დოლარის ფასმა 2.50 ლარს მიაღწია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.50 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

ამ დროის მონაცემებით, "ვითიბი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5000 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.3700 ლარად.

"საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.49 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.37 ლარად.

"კორ სტანდარტ ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4950 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3600 ლარს მიიღებს.

რაც შეეხება "თიბისი ბანკს" აქ 1 აშშ დოლარი 2.4500 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3900 ლარადაა შესაძლებელი.

ამ დროისთვის დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში". აქ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4370 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4070 ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4170 ლარად იქნება შესაძლებელი.