ჯგუფმა “Spiritualized” ახალი ალბომი ჩაწერა

ჯგუფმა “Spiritualized” ახალი ალბომი ჩაწერა

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ჯგუფმა “Spiritualized” რიგით მეშვიდე ალბომზე მუშაობა დაასრულა.

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Sweet Heart Sweet Light” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 16 აპრილს იხილავს. დისკს ხმის ჩამწერი სტუდია “Double Six Records” გამოსცემს.

ჯგუფის უცვლელი ლიდერი ჯეისონ პირსის ინფორმაციით, ეს ნამუშევარი გაყიდვაში 19 მარტს უნდა გამოსულიყო, მაგრამ მუსიკოსი რამდენიმე კომპოზიციით უკმაყოფილო დარჩა და ისინი ხელახლა ჩაწერა.

ბრიტანული ჯგუფი “Spiritualized” 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი შემადგენლობა ჯეისონ პირსის გარდა მუდმივად იცვლებოდა. ამჟამად ჯგუფში თავად ჯეისონ პირსი, თომას უეინი, ტომ ედვარდსი, ტონი ფოსტერი, ტიმ ლუისი და ჯინ კოკსონი ირიცხებიან.

მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს შვიდი ალბომი აქვს გამოცემული. პირველი “Lazer Guided Melodies” 1992 წელს გამოვიდა, უკანასკნელი “Songs In A & E”  კი 2008 წლის მაისში გამოვიდა.