ხვალ, 09:00 საათზე, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მცხეთის რაიონის სოფელ წილკანს ესტუმრებიან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერი და განათლების მინისტრი ახალ საჯარო სკოლას გახსნიან და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ.