ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ფოთში იმყოფებოდა. იგი ფოთის "კოლხეთის" მენეჯმენტს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შეხვდა.
ლევან კობიაშვილმა დამსწრეებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან კლუბების დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ფოთი ფეხბურთის აკვანია და ამ გუნდის წარმატება მისთვის მნიშვნელოვანია. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ფოთის "კოლხეთი", პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან კობიაშვილის ერთ-ერთი წარმდგენი გუნდია.