გუშინ ჯგუფი “Bon Jovi”-ის დამაარსებელ ჯონ ბონ ჯოვის 50 წელი შეუსრულდა. 2 მარტს საიუბილეო თარიღი კიდევ ერთმა ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა აღნიშნა. ჯგუფი “Velvet Underground”-ის დამაარსებელმა, პოეტმა და კომპოზიტორმა ლუ რიდმა საკუთარი 70 წლის იუბილე იზეიმა.
ლუ რიდი 1942 წელს ქალაქ ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში დაიბადა.
სადებიუტო ალბომი “Lou Reed” 1971 წელს გამოსცა. საინტერესოა რომ ამ დისკის ჩაწერაში მონაწილეობა ელტონ ჯონმა და ჯგუფმა “Yes” მიიღეს.
ორი წლის შემდეგ რიდმა დევიდ ბოუისა და მიკ რონსონთან ერთად კიდევ ერთი ალბომი “Transforme” გამოსცა. ამის შემდეგ მუსიკოსმა “The Velvet Underground” ჩამოაყალიბა. ჯგუფის დაშლის შემდეგ სოლო კარიერა წამოიწყო.
ბოლო წლების განმავლობაში ლუ რიდი სხვადასხვა ჯგუფებთან აქტიურად თანამშრომლობს. 2007 წელს “The Killers”-თან ერთად კომპოზიცია “Tranquilize” ჩაწერა, 2010 წელს “Gorillaz”-ს ალბომის “Plastic Beach” მომზადებაში დაეხმარა, გასულ წელს კი “Metallica”-სთან ერთად სტუდიური ნამუშევარი “Lulu” ჩაწერა.