ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ წინა საუკუნის 80-იანი წლების პოპულარულმა შვედურმა ჯგუფმა “Europe” ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო.
მუსიკოსების რიგით მეცხრე სტუდიური ჩანაწერის სახელწოდებაა “Bag Of Bones” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 27 აპრილს გამოვა.
გუშინ ჯგუფის წევრებმა პრეს-კონფერენცია მოიწვიეს და განაცხადეს, რომ ალბომის გამოცემამდე, 9 მარტს, კომპოზიციას “Not Supposed To Sing The Blues” გამოუშვებენ. ამ სიმღერის ჩაწერაში პოპულარულმა გიტარისტმა ჯო ბონამასამ მიიღო მონაწილეობა.
ჯგუფის ვოკალისტის ჯოუი ტემპესტის განცხადებით, ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მუსიკოსის მტკიცებით ჯგუფის წევრები ამ ნამუშევრით კმაყოფილები არიან და მიაჩნიათ, რომ დისკი “Europe”-ს საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს.