კახეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა თამაზთამაზაშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინდააკავეს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალიარ აღიარა და, აღკვეთის ღონისძიების სახით,საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც უარი თქვა. 6 მარტს, თბილისის საქალაქოსასამართლო, საქმის განხილვას მოწმეთა დაკითხვით განაგრძობს.
„ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლები გია ჯერვალიძე და გიორგი ფოცხვერაშვილი დაიკითხნენ, რომლებიც ქალაქ დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, თამაზ თამაზაშვილის ბინის ჩხრეკას მოწმის სტატუსით ესწრებოდნენ. „თავად თამაზაშვილიცა და მეც, როგორც მისი ინტერესების დამცველი, მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად ვაფასებთ, რადგან მისთვის ივანიშვილის განცხადებამდე არავის არანაირი კითხვა არ გასჩენია. მოწმეთა ნახევარი, ამჟამად უკვე დაკითხულია. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მის საცხოვრებელ სახლში იარაღის აღმოჩენის დროს დედოფლისწყაროს გამგეობისა და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები დაისწრეს მოწმის სახით ანუ ის ხალხი, ვინც უყოყმანოდ დაემორჩილებოდა მათ და იტყოდა, რომ იარაღი ნამდვილად ნახეს ანუ ჩხრეკას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რაც დაულაგეს, იმას მოაწერეს ხელი...
გამგეობის თანამშრომლებმა თქვეს, არ გვინდოდა, მაგრამ მოწმედ წასვლა გვაიძულესო. დაკავების შემდეგ თამაზ თამაზაშვილზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს, თვითონ ჯანმრთელად არის, თავს მხნედ გრძნობს, ყველა კანონიერი საშუალებებით აპირებს სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლოს და განუკითხაობას არ შეეგუოს“, – განუცხადა „ვერსიას“ დაკავებულის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ. ახალი კოდექსით, პროკურატურა სასჯელის კონკრეტულ ზომას აღარ ასახელებს, მხოლოდ დამნაშავედ ცნობას ითხოვს, სასჯელს კი სასამართლო განსაზღვრავს. თამაზ თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მრჩევლის, ,,ქართული ოცნების'' საინიციატივო ჯგუფის წევრისა და საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუს'' პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. თამაზაშვილი, მეტსახელად „ძიგო“ 2011 წლის 10 ოქტომბერს ივანიშვილისგააქტიურების შემდეგ დააკავეს. იგი შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებშიხელმძღვანელობდა, ხოლო 1997–2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. „ვერსია“ საეჭვო გარემოებებსა და ივანიშვილთან დაკავშირებულ ცალკეულ დამთხვევებზე რამდენიმე თვის წინ დეტალურად წერდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე, დედოფლისწყაროს გამგეობიდან გათავისუფლდა ფონდი „ქართუს'' პრეზიდენტის, ირაკლი ღარიბაშვილის მამა - ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც სოფელ ხორნაბუჯის გამგებლის პოსტს იკავებდა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი ირწმუნება, ივანიშვილის გააქტიურებამდე ერთი დღით ადრე, ღარიბაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, იგი არავის გაუთავისუფლებია. თავად ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ ძალიან რთული პროცესი დაიწყო, თამაზ თამაზაშვილი კი მძევლად აიყვანა: „თამაზ თამაზაშვილი მძევლად აიყვანეს. ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ სჩვევიათ. იმ დღეს ორი დაჭერა მოხდა. ახალგაზრდებს ნარკოტიკს უდებენ, უფროსებს - იარაღს. რაც ხდება, კარგად იცით. ძალიან მძიმედ ჩადის ეს ინფორმაციები ევროპასა და დასავლეთში. პროცესია ძალიან რთული. ძალადობაზე ესენი უარს არ იტყვიან, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ. ყველას ვერ დაიჭერენ“.
ექს ძალოვანის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში, მისი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა, პირველ - სერიოზულად დაზიანდა. დაზარალებულის მეზობლების თქმით, დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის მანქანები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ერთ საათში მივიდნენ. საეჭვო გარემოებებზე საუბრობს მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილიც: „მეზობლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენამდე სოფელში რამდენიმე უცხო პირი შენიშნეს. ცეცხლი რომ გაჩნდა, ვიდრე მთელ სახლს მოედებოდა, დარეკეს დედოფლისწყაროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში, მაგრამ ბრიგადა გამოძახებაზეერთი საათის დაგვიანებით მივიდა, როცა სოფელი ლენინოვკა სახანძრო სამსახური სოფისიდან მაქსიმუმ, 5 წუთის სავალზეა. დარწმუნებული ვარ, სახლის დაწვით ხელისუფლება ცდილობს, დააშინოს ყველა ის ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს ან აპირებს მხარდაჭერას“. „ქართულ ოცნებას“ ბოლო დროს დედოფლისწყაროში ოფისთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შეექმნა. რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა დედოფლისწყაროს რაიონში ოფისის გარეშე დარჩა. ოფისის მეპატრონემ, ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა იოსებ უზუნაშვილმა, „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ექვსთვიანი ხელშეკრულება ხელმოწერიდან მეორე დღესვე გააუქმა .ამ ინფორმაციას კოალიციაში შემავალი პარტიებიც ადასტურებენ. „დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე, გამგეობასთან ახლოს მდებარე შენობაში, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროს რწმუნებულს სოსო უზუნაშვილს ეკუთვნის, რესპუბლიკურ პარტია დაქირავებული გვაქვს ორი ოთახი. აქვე თავისუფალია სხვა ოთახებიც.
როცა „ქართულმა ოცნებამ“ ოფისის აღება გადაწყვიტა, თბილისიდან ჩამოსული წარმომადგენლები გაესაუბრნენ შენობის მეპატრონეს და სამი ოთახი იქირავეს. გააფორმეს კონტრაქტიც. მეორე დღეს, დილითვე, შენობის მეპატრონე მოვიდა. ძალიან შეწუხებული იყო, ტიროდა. მითხრა, რომ ამსამ ოთახზე ხელშეკრულება უნდა გავაუქმოო. ჩვენ ცალკე გვაქვს ხელშეკრულება დადებული.ეს ოთახები 2010 წელშიც გვქონდა ქირით აღებული, მერე შევწყვიტეთ ხელშეკრულება, 2011წლის დეკემბერში ისევ გავაგრძელეთ. რესპუბლიკურ პარტიას აქვს ექვსთვიანი ხელშეკრულება და მაისის ბოლოს იწურება ვადა. თებერვლის ჩათვლით, თანხა წინასწარ გვაქვს ჩარიცხული. ხელშეკრულებაში პირობებია გაწერილი, რომ მისი ცალმხრივად მოშლისშემთხვევაში, მეპატრონეს ზიანის ანაზღაურება მოუწევს. ვადა რომ გავა, შეიძლება აღარც ჩვენგაგვიფორმოს. შეიძლება მანამდეც შეგვიწყვიტოს“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტოკლიკიშვილი. კახეთში მოქმედი ადგილობრივი მედიასაშუალებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სოსო უზუნაშვილის კომენტარსაც ავრცელებენ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2 წელია მუშაობს. საჯარო მოხელემ ხელშეკრულების დარღვევა ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრსაც'' დაუდასტურა:
- ბატონო სოსო, რატომ გააუქმეთ „ქართულ ოცნებასთან“ დადებულიხელშეკრულება?
- სხვა უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა.
- ვინმემ უფრო მეტი შემოგთავაზათ?
- კი.
- ვინ?
- კერძო ორგანიზაციაა.
- ვინ არის, ვერ გვეტყვით?
- არა, ვერ გეტყვით.
- უკვე გაქირავებული გაქვთ ოფისი?
- ჯერ არა.
- ხელშეკრულება იმიტომ ხომ არ გააუქმეთ, რომ თქვენზე ზეწოლა განხორციელდა?
- არა, არავითარი ზეწოლა''. ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ოფისთან დაკავშირებულიპრობლემებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების'' საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს ორიოდ დღის წინ ეწვია, ცოლისძმასთან, ლექსო თამაზაშვილთან ერთად. როგორც თავად ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ვერსიასთან'' საუბარში განაცხადა, „დედოფლისწყაროში ოფისი აუცილებლად გაიხსნება და კოალიცია იმუშავებს. სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვინაობაც და ყველა დეტალი სწორედ მაშინ გახმაურდება. ამჯერად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვართ. დედოფლისწყაროში ჩამოვედი და საქმიანი შეხვედრები მქონდა სხვადასხვა ადამიანებთან. სულ მალე დედოფლისწყაროში ჩვენი შტაბი გაიხსნება.“ ქალაქ დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზემდებარე იმავე შენობაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს, „ვერსიის“ინფორმაციით, გარკვეულ კომერციულ ფართს ფლობს ღარიბაშვილის სიმამრი თამაზთამაზაშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, ოფისის დაცლის შემდეგ, ივანიშვილის მოძრაობა იმავეშენობის პირველ სართულზე, თამაზაშვილის სუპერმარკეტის ფართს დაიკავებს. ამ ფაქტს თავად ღარიბაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს. თუმცა დედოფლისწყაროშიყოფნისას ღარიბაშვილი და თამაზაშვილი სწორედ ამ სუპერმარკეტში დააფიქსირეს, რაც კულუარებში გავრცელებულ ხმებს დამაჯერებლობას სძენს.