ჯონ ბონ ჯოვის 50 წელი შეუსრულდა

ჯონ ბონ ჯოვის 50 წელი შეუსრულდა

დღეს ცნობილ ამერიკელ მუსიკოსს, ჯგუფი “Bon Jovi”-ს ლიდერს ჯონ ბონ ჯოვის დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.

მისი სახელი და მუსიკალური კარიერა ამ ჯგუფთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მუსიკოსი “Bon Jovi”-ს დამაარსებლად და წამყვან ვოკალისტად ითვლება.

როკ-ჯგუფი "Bon Jovi” 1983 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ნიუ-ჯერსიში. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი ჯონ ბონ ჯოვი, გიტარისტი რიჩი სამბორა, კლავიშებზე დამრტყმელი დევიდ ბრაიანი, მედოლე ტიკო ტორესი და ბასისტი ჰიუ მაკდონალდი.

მსოფლიო პოპულარობა ჯგუფს 1986 წელს ეწვია, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა მათი ალბომი “Slippery When Wet”.

29 წლიანი კარიერის განმავლობაში მუსიკოსებს 11 სტუდიური ჩანაწერი, სამი კრებული და ერთი საკონცერტო ალბომი აქვთ გამოცემული. მათი დისკების გაყიდვათა რაოდენობამ 150 მილიონ ცალს მიაღწია. მოღვაწეობის განმავლობაში ჯონ ბონ ჯოვისა და მის კოლეგებს მსოფლიოს 50 ქვეყანაში 2.5 ათასი კონცერტი აქვთ ჩატარებული. ამ ღონისძიებებს 34 მილიონი მაყურებელი დაესწრო.

2006 წელს ჯგუფი დიდი ბრიტანეთის მუსიკალური დიდების დარბაზის საპატიო წევრად მიიღეს. დღევანდელი დღის იუბილარი 2009 წელს კომპოზიტორთა დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს.

“Bon Jovi”-ს ბოლო სტუდიური ნამუშევარი “The Circle” 2009 წლით არის დათარიღებული.