მუსიკალურმა გამოცემამ “Billboard” წინა კვირის მუსიკალური ალბომების ამერიკული ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.
ცოტა ხნის წინ გარდაცვლილმა მომღერალმა უიტნი ჰიუსტონმა ახალი აღიარება დაიმსახაურა. ის პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომლის სამი სტუდიური ჩანაწერი “Billboard 200”-ის რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდა.
წინა კვირას აშშ-ში, ჰიუსტონის კრებულის “Whitney: The Greatest Hits” გაყიდვათა რაოდენობამ 174 ათას ცალს მიაღწია. ამ მაჩვენებლით დისკი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. საუნდტრეკი ფილმისათვის “პირადი მცველი” მეექვსე ადგილზე გავიდა, ალბომი “Whitney Houston” კი მეცხრე საფეხურზე განთავსდა.
წინა კვირის მუსიკალური ალბომების ამერიკულ ჰიტ-აღლუმში ბრიტანელი მომღერალი ადელის ნამუშევარმა “21” იმარჯვა. საინტერესოა რომ ბოლო ცხრა კვირის განმავლობაში ეს დისკი აშშ-ში პირველობას არავის უთმობს.