მიმდინარე წლის 29 თებერვალს ლონდონში მუსიკალური გამოცემა “New Musical Awards”-ის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ამ ღონისძიებაზე ორი ჯილდო ბრიტანულმა ჯგუფმა “Florence + The Machine” დაიმსახურა. მუსიკოსებმა იმარჯვეს “გასული წლის საუკეთესო სიმღერის” ნომინაციაში. ეს პატივი კომპოზიციამ “Shake It Out” დაიმსახურა. ჯგუფის ლიდერს, ვოკალისტ ფლორენს უელჩს “საუკეთესო სოლო შემსრულებლისათვის” განკუთვნილი პრიზი გადაეცა.
“NME Awards 2012”-ის ორ ნომინაციაში ჯგუფმა “Foo Fighters” გაიმარჯვა. მათ გადაეცათ “საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფისათვის” და “საუკეთესო მუსიკალური ფილმისათვის” განაკუთვნილი ჯილდოები.
გასული წლის საუკეთესო ბრიტანულ ჯგუფად “Kasabian” დასახელდა, საუკეთესო ახლადშექმნილ ჯგუფად კი “The Vaccines”.
ბრიტანელმა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა “წლის ალბომის” ნომინაციაში ჯგუფი “The Horrors”-ის ნამუშევარი “Skying” გამოარჩიეს. საუკეთესო ვიდეოკლიპად ჯგუფი “Hunts”-ის “Sunday” აღიარეს.
წლის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენად ჯგუფი “The Stone Roses” კვლავ გაერთიანება დასახელდა. ნოელ გალაჰერსა და ჯგუფ “Pulp”-ს კი ამ ღონისძიების საპატიო ჯილდოები გადაეცათ.