"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ეს იყო სულელური გამოსვლა. სააკაშვილმა გამოავლინა, რომ დასავლელი ვერასოდეს გახდება. სააკაშვილი არის ბარბაროსი. სააკაშვილის გამოსვლაში იყო ერთი პრინციპული პუნქტი, რომელიც მას ამხელს, რომ ის ვერასოდეს ვერ განვითარდება სამართლებრივი ცნობიერების დონემდე, ვერასოდეს ვერ განვითარდება დასავლეთის დონემდე. კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს აქვს განათლების უფლება - ეს ნიშნავს, რომ რაღაც დანაშაულისთვის, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის, სააკაშვილი და მისი ხროვა საკუთარი ნებით უსაზღვრავს სასჯელს", - აცხადებს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნოდარ ნათაძე: "სააკაშვილი რუსეთის ბანაკში გადადის" / რატომ ელაპარაკება პრეზიდენტი მოსახლეობას ნიშნის მოგებით.
"მოსამართლეს არ დაუდგენია დანაშაულის ფაქტი და არ შეუფარდებია ამ დანაშაულისთვის კანონის მიერ გათვალისწინებული სანქცია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ამ ხროვის სახით ამ პიროვნებას სჯის გაუნათლებლობით კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ამის გამკეთებლს არ აქვს წარმოდგენილი, რას ნიშნავს სიტყვა "სამართლებრივი" - ის, უბრალოდ, უმეცარია. იურისტად მოაქვს თავი, მაგრამ უანბანოა. გიორგი თარგამაძეს ვურჩევ, ამ ბავშვის საქმეს მიჰყვეს ბოლომდე, გამოავლინოს საქართველოს პრეზიდენტი, ამხილოს როგორც იურიდიულად უანბანო და პიროვნულად განუვითარებელი, როგორც პრიმიტივი. ეს მან უნდა გაკეთოს. ცხადია, თარგამაძე უფრო ჭკვიანია, ვიდრე მთელი დანარჩენი პარლამენტი (მხოლოდ ერთი კაცია მასზე ჭკვიანი, მაგრამ მის გვარს არ დავასახელებ). თუმცა პრეზიდენტობის ფუნქციისთვის არ ვარგა. კაცი, რომელიც მთავარ თემას - სააკაშვილის სახელმწიფო ღალატს მისი კრიტიკის კონტექსტში შეგნებულად გამოტოვებს ან ვერ შეამჩნევს, არ არის კაცი, ვისაც შეიძლება საქართველოს საჭეზე თითი ედოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ნათაძე.
"რასაც სააკაშვილი აკეთებს, ეს არ არის დეფექტური ბავშვის ეფექტი - ეს არის დეფექტი, რომელიც მომწიფების ხანაში ეხსნება ზოგ პიროვნებას, როცა ის თავის თავს უყურებს, როგორც მხოლოდ დანარჩენებთან წინააღმდეგობაში მყოფს. ეს არის განუვითარებელი ბავშვის ფსიქოლოგია, ეს არის ზოგადინტელექტუალური, იურიდიული და პიროვნული განუვითარებლობა. შევარდნაძე უსწავლელი იყო. ის პარლამენტში საკითხებს ძალიან პრიმიტიული დონითა და ლოგიკით წარმოადგენდა, მაგრამ ისეთი პრიმიტივიზმი, როგორსაც მე სააკაშვილსა და მის პარლამენტში ვხედავ, არც ერთ პარლამენტში და არც არსად არ მინახავს. ესენი არიან განუვითარებელი ლაწირაკები, რომლებიც ნორმალურ კონდიციამდე ვერასოდეს განვითარდებიან. არსებობს ჭკვიანი ბოროტი, მეფისტოფელი ბოროტია, მაგრამ ჭკვიანია. ესენი ბოროტებიც არიან და თან ბავშვის ტვინიც აქვთ... შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილის მთავარი მიზანი ამ გამოსვლისას თავისი ხროვის გამხნევედა და დამშვიდება იყო - ნუ გეშინიათ, ვერსად ვერ გაგვაგდებენო", - მიიჩნევს რესპონდენტი.
1236
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85