დღეს, საქართველოს კინოთეატრებში ახალ ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. ეს არის კარგად ნაცნობი „გასეირნება ყარაბაღშის“ ბოლო სერია. ფილმს „ბოლო გასეირნება: ყარაბაღის ტრილოგიის დასასრული“ ჰქვია და მისი რეჟისორი ზაზა ურუშაძეა. მთავარ როლებს, მიშა მესხთან ერთად, თინა დალაქიშვილი, თაზო ცხაკაია, ნუცა კუხიანიძე, ნინი ბადურაშვილი, გიორგი ყიფშიძე და სხვები ასრულებენ.
ტრილოგიის მესამე ფილმის მოქმედება, ერთ დროს უდარდელი, გოგლიკოს 16 წლიანი პატიმრობის შემდეგ ვითარდება, საკუთარ ქალაქში, სადაც ის თავს უკვე სტუმრად გრძნობს.
„საკუთარ სამყაროში ჩარჩენილი მიშა მესხის გმირი,თანამედროვე თბილისში მამონტს წააგავს. „ბატონი თენგოსგან“ განსხვავებით ის თანამედროვე ყოფას ვერ მოერგო,მაგრამ როდესაც საქმე სიკეთესა და ბოროტებას, სიყვარულდა და მტრობას ეხება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი თაობის წარმომადგენელი ხარ. როდესაც შვილების ბედნიერებას, მამების ცოდვები საფრთხეს უქმნიან, გამოსავალი ისევ მამებმა უნდა მონახონ.“-ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ყარაბაღის ორივე ფილმი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დღეიდან კი დასკვნითი სერიის ნახვა და შეფასება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ პირველი ფილმი 2009 წელს გამოვიდა და მოსკოვის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის, „პერსპექტივების“ გამარჯვებულია. ფილმის პირველი ნაწილი ლიტერატურული პირველწყაროს კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს, მეორე კი და მესამე კი, ფაქტობრივად, იმპროვიზაციაა.
„ბოლო გასეირნება: ყარაბაღის ტრილოგიის დასასრულის“ სცენარის ავტორები, ირაკლი სომონაშვილი, უტა ბერაია და ლევან კორინთელი არიან.