"ამომრჩეველთა ლიგამ" მიიღო მემორანდუმი საზოგადოებრივი კონტროლის შესახებ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე - განაცხადა ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა, პეტრ შკუმატოვმა.
22 თებერვლის შეთანხმების ერთ-ერთმა ავტორმა, პოლიტოლოგმა სერგეი კურგინიანმა განაცხადა, რომ კანდიდატებს შორის შეთანხმების ტექსტი, რომელიც მიმართულია მარტის არჩევნებში სამართლიანობის და ლეგიტიმურობის უზრუნველოყოფისთვის, უკვე მზადაა და შეთანხმებულია ლიგის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჟურნალისტ ლეონიდ პარფიონოვთან. თუმცაღა, შკუმატოვმა ადრე ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ დოკუმენტზე საბოლოო შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კი არ შევათანხმოთ დოკუმენტი კურგინიანთან, არამედ მივიღოთ მემორანდუმი... შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ხედვა იმისა, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი არჩევნები" - განაცხადა შკუმატოვმა.
"საუბარი იმის შესახებ, რომ "ლიგა" არავისთან აპირებს შეთანხმების ხელმოწერას, არ შეიძლება, თუმცა ამ კონკრეტულ ისტორიას წერტილი დაესვა" - დასძინა მან.
მემორანდუმის ტექსტი "ლიგის" ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების და მასმედიის წარმომადგენლების შეუფერხებელ მუშაობას არჩევნების გამჭვირვალობის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს. მემორანდუმში ფორმულირებულია ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რათა საზოგადოებრივი მაკონტროლებლების მუშაობის ეფექტურობა იქნას უზრუნველყოფილი. ამასთან "ლიგა" ხაზს უსვამს, რომ ამ პირობების შესრულება არ არის ერთადერთი პირობა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს.
მემორანდუმი განკუთვნილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და იმ სხვა სამინისტროებისა თუ დაწესებულებებისთვის, რომლებზედაც დამოკიდებულია მომავალი არჩევნების სამართლიანობა.