ჯგუფმა “Keane” თავი შეგვახსენა

ჯგუფმა “Keane” თავი შეგვახსენა

ორი დღის წინ ბრიტანული როკ-ჯგუფი “Keane”-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ მუსიკოსებმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულეს.

ჯგუფის რიგით მეოთხე ნამუშევრის სახელწოდებაა “Strangeland” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 7 მაისს გამოვა.

ახალ სტუდიერ ჩანაწერში შემდეგი 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

1. You Are Young

2. Silenced By The Night

3. Disconnected

4. Watch How You Go

5. Sovereign Light Cafe

6. On The Road

7. The Starting Line

8. Black Rain

9. Neon River

10. Day Will Come

11. In Your Own Time

12. Sea Fog

ახალი ალბომი სასაჩუქრე, ჩვეულებრივი, ვინილისა და ციფრულ ფორმატში გამოიცემა. მას თან დაერთვება ჯგუფის ისტორიის ამსახველი ფოტოსურათების კრებულიც. დისკის გაყიდვაში გამოშვების შემდეგ “Keane” მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.

ჯგუფის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Perfect Symmetry” 2008 წლის ოქტომბრით არის დათარიღებული. ამ ნამუშევარმა ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა.