ბრალდება და პასუხები (VIDEO)

ბრალდება და პასუხები (VIDEO)

გიორგი ცაგარეიშვილი თვლის, რომ მის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე საქართველოს პრეზიდენტისგან პასუხი ვერ მიიღო. „ელიტური კორუფციის ამსახველ ფოტომასალას“ მიხეილ სააკაშვილმა ვერაფერი დაუპირისპირა, გარდა იმისა, რომ საქართველო გიგანტური ნაბიჯებით მიდის წინ. არადა, არც ერთი მტკიცებულება, რომელიც წარმოვადგინე არ იყო გაუმყარებელი. მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, ბოლომდე სულს ამოგხდით, სამუდამოდ ჩვენ ვიქნებით და ქვეყანას ბოლომდე მოვსპობთო. მან დაამკვიდრა ერთი ადამიანის მმართველობა, დესპოტია ქვეყანაში, მთელი პოლიტიკური სისტემა მოირგო და ამ გადმოსახედიდან უყურებს საქართველოს“, - ამბობს ცაგარეიშვილი. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი პასუხი ცაგარეიშვილისადმი აშკარად ემოციური იყო, ხოლო რამდენად ადეკვატური, ეს მსმენელმა თავად შეაფასოს.