გუშინ ცნობილმა ავსტრალიელმა მომღერალმა კაილი მინოუგმა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში ახალ სტუდიერ ჩანაწერზე მუშაობას დაიწყებს.
მიმდინარე წლის მარტში მინოუგი ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდება და კარიერის განმავლობაში რიგით მეთორმეტე ალბომის ჩაწერას შეუდგება.
ჯერჯერობით უცნობია ამ ნამუშევრის სახელწოდება. ცნობილია რომ ის დღის სინათლეს მომავალი წლის თებერვალში იხილავს.
ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელი მომღერალი რამდენიმე თვეში ლონდონში გადაინაცვლებს და დისკზე მუშაობას ხმის ჩამწერ სტუდიაში “Abbey Road” დაასრულებს. ალბომის მომზადების პროცესში კაილი რამდენიმე პოპულარული მუსიკოსის მიწვევას აპირებს. მათი ვინაობის გამხელისაგან მომღერალი ამ ეტაპზე თავს იკავებს.