დაწუნებულთა რეიტინგი

დაწუნებულთა რეიტინგი

გუშინ ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ “New Musical Express”-მა ერთი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ჟურნალის მკითხველებმა დაასახელეს წინა საუკუნის 90-იანი წლების ყველაზე უარესი კომპოზიციები.

ამ ერთგვარი რეიტინგის სათავეში ჯგუფი “Wet Wet Wet”-ის თავის დროზე გახმაურებული კომპოზიცია “Love Is All Around” აღმოჩნდა. ეს სიმღერა მუსიკოსებმა 1994 წელს ჩაწერეს. კომპოზიცია დიდ ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ადგილობრივი ჰიტ-აღლუმის სათავეში 15 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ “ნისლიანი ალბიონის” ამჟამინდელი მელომანების გემოვნება მათი წინამორბედებისას არ დაემთხვა.

ყველაზე ცუდი კომპოზიციების ჩამონათვალის მეორე “საპატიო” ადგილი მომღერალი სელინ დიონის “My Heart Will Go On”-მა დაიკავა. ეს ფაქტიც ალბათ კამათის საფუძველს იწვევს, რადგან სურათი “ტიტანიკის” საუნდტრეკი თავის დროზე დიდი მოწონებით სარგებლობდა.

მესამე პოზიცია ჯგუფი “Fatboy Slim”-ის კომპოზიცია “Praise You”-ს ერგო.

გამოცემა “NME”-ს მიერ შედგენილი წინა საუკუნის უცუდესი კომპოზიციების ჩამონათვალის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. “Love Is All Around” – Wet Wet Wet

2. “My Heart Will Go On” – სელინ დიონი

3. “Praise You” – Fatboy Slim

4. “Faith” – Limp Bizkit

5. “Sitting Down Here” – ლენე მარლინი

6. “Affirmation” – Savage Garden

7. “Zombie” – The Cranberries

8. “Lifted” – The Lighthouse Family

9. “Livin La Vida Loca” – რიკი მარტინი

10. “Because We Want To” - Billie