სექს-სკანდალი თბილისის საპატრულოში!

სექს-სკანდალი თბილისის საპატრულოში! "სამმართველოს უფროსმა დაიბარა პატრული გოგონები და ყველა მათგანს ინტიმური კავშირი შესთავაზა..."

"ეს იმდენად ლოკალურ წრეში მოხდა და ისე ჩაიფარცხა ყველაფერი, "ალიაში" როცა დაიბეჭდება, მართლა ძალიან გაუკვირდებათ, რადგან ამ ინფორმაციას გარეთ არ უნდა გამოეჟონა!" - ამ წინადადებით დაიწყეს სატელეფონო საუბარი "ალიასთან" პატრულის მოქმედმა თანამშრომლებმა. ცხადია, ინტრიგამ თავისი გააკეთა და ჩვენი შეხვედრაც შედგა. გარკვეული მიზეზების გამო, "ალია" არც შს სამინისტროს არცთუ რიგითი პოზიციის თანამშრომლებთან შეხვედრის ადგილს აკონკრეტებს და არვც მათ ვინაობებს. მხოლოდ იმ ფაქტზე დაწერს, რომელსაც თბილისის საპატრულო პოლიციის სახაზო ასმმართველოს უფროსი კოტე დიღმელაშვილი, იგივე "თორმეტად" წოდებული ვერ გააპროტესტებს... ახლა კი უშუალოდ ის ფაქტი, რასაც თბილისი საპარტულო დღემდე მალავს მასში ჩართულ თუ ე.წ. "დაზარალებულ" ადამიანებთან ერთად, რომლებიც იძულებული არიან დუმილი არ დაარღვიონ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სექს-სკანდალი თბილისის საპატრულოში!!! / "სამმართველოს უფროსმა კოტე დიღმელაშვილმა დაიბარა ხაზზე მომუშავე პატრული გოგონები და ყველა მათგანს ინტიმური კავშირი შესთავაზა...".

"ერთ დღეს სამმართველოს უფროსმა კოტე დიღმელაშვილმა, რომელზეც თქვენ არაერთი წერილი დაბეჭდეთ გაზეთში პატრულ-ინსპექტორების მისი მხრიდან გამოსარჩლებაზე. რატომღაც გადაწყვიტა რომ ხაზზე მომუშავე გოგონები დაებარებინა, რომლებიც იყვნენ მოძრავი ეკიპაჟის წევრები, ბევრი ძველი, გამოცდილი კადრი და ასევე ახალმიღებულებიც. ყველა მათგანს სათითაოდ იძახებდა კაბინეტში და ასეთ დიალოგს იწყებდა: "ყავაზე ხომ არ დამპატიჟებდი, ან ჩაი ხომ არ დაგველია ერთად - მოვიდოდი შენთან სტუმრად, ძალიან მინდა შენთან" და ა.შ. მოკლედ, ინტიმურ კავშირს სთავაზობდა დოდნებს. არ გადავაჭარბებ თუ გეტყვით, რომ ვისგანაც უარი კი მიიღო, ყველა მოხსნა მოძრავი ეკიპაჟიდან და ქვეით პატრულირებაზე გაუშვა და იცით ეს როდის? საშინელი გამყინვარება რომ იყო, ძვალსა და რბილში რომ ატანდა სიცივე, ძაღლსაც არ გააგდებდა კაცი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი.

"თოვლსა და ყინვაში ატირებულ-აკანკალებულ პატრულ ქალებს ორი დღე უწევდათ მორიგეობა, მომდევნო ორი დრე დასვენება. დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე პატრულირებდნენ ქუჩებში და შესვენება მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდათ ნახევარი საათით. თქვენ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს, როცა "თავისუფლების მოედანთან" ან "დიდუბესთან" დილიდან საღამომდე მორიგეობ, ქალმა სად უნდა დაისვენო ან ჭამო? ასე, ქუჩაში გაყრილი გათოშილი ქალი პატრულები, როცა კოტე დიღმელაშვილს კაბინეტში მიაკითხავდნენ, არც იღებდა მათ. ამ ყველაფერმა გამოწვია სავალალო შედეგი - თბილისი საპატრულოში ვინც არ დაჰყვა "შეფის" ნება-სურვილს და "ეროტიკულ თამაშებში" მონაწილეობა არ მიიღო, ყველა გახდა ავად, მასობრივად გავიდნენ ბიულეტენზე და დაემართათ საკვერცხის ანთება", განაგრძობს რესპონდენტი.

"არავინ ჩაგახედებთ დოკუმენტაციაში, თორემ თარიღების მიხედვით ადვილად დაადგენთ ამ სამედიცინო ფურცლების გახსნასა და ქალი-ისპექტორების მასობრივ ავადმყოფობებს. რატომღაც ეს ახალშექმნილი ქვეითთა ოცეული, რომელშიც ქალებიც შედიოდნენ და კაცებიც, დაშალეს და კოტე დიღმელაშვილმა "რეპრესიების" მეორე ტალღის ჩატარება გაზაფხულამდე გადაწია", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "შეგიძლიათ დამისახელოთ კონკრეტული გვარები იმ ქალი-პატრულების ვინც ქვეითშI გაუშვეს და ვინც ეკიპაჟებში დატოვეს? რატომ არ გაახმაურეს ეს ფაქტი, ქუთაისში მსგავსი სექსუალური ძალადობებიო, რომელიც გიორგი ბოდაველის დროს ხდებოდა არ დაიმალა და სასამართლო პროცესებიც კი ჩატარდა?" - პასუხობს:

"გეტყვით, როგორ არა. დიღმელაშვილი ნებას არ დაჰყვა, მაგალიტად, დალი ლ. და ნათია ყ., რომლებიც ყინვაში ქუჩაში გააგდეს სხვებთან ერთად. სამაგიეროდ ამ სიცივეში მანქანით მოძრაობდნენ და დიღმელაშვილის რისხვას ასცდნენ თამუნა ., რომელიც მისი ლობირების ქვეშ იყო მუდამ, ასევე დენიზა თ. და სხვები. ამ ქალბატონებმა ხმა არ ამოირეს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ყველას ოჯახი აქვს, სტუდენტი შვილები ჰყავთ, უმეტესობა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ბანკებიდან სესხები აქვთ გამოტანილი. რომ დაკარგიონ სამსახური, სად უნდა წავიდნენ? თან საპატრულოში ისეთი სულელური, უფრო აბსურდული უსამართლო დათხოვნები იციან, რომ გაგიჟდება კაცი... როგორც ყველგან, აქაც პატრონიანებად და უპატრონოებად იყოფა სტრუქტურა. ინისი, ვინც ბედავენ - "შეფ" - ასე მიმართონ ასმეთაურსა და ოცმეთაურებს, პრივილეგიებიც აქვთ, ვინც "შეფს" ვერ ეძახის, ის სულ ქვეითშია გადასროლილი... ამ ყველაფრის შემდეგ ხმა გავარდა, თითქოს საცდელი გაშვება იყო პატრულის ქუჩაშიო - კარგით რა, ვინმეს სჯერა, რომ გამყინვარებასა და ქარბუქში ექსპერიმენტები ტარდება?" - დასძენს ინკოგნიტო რესპონდენტი.

"ან იმ ვერსიის განხილვა, რომ "რეალითი შოუს" გამო ხალხი დააკლდათ და ასე შეავსეს კონტინგენტიო? ეს შოუ ხომ საერთოდ ზღაპარია - ასე ფილოსოფოსობა და ასეთი მომზადება არ ხდება. სწავლის ხარისხი მაღალია, მაგრამ სხვა დანარჩენი - ზღაპარი, რომელზეც გვეცინება. ჩვენც და ისინიც ბევრ რამეზე ვხუჭავთ თვალს, რაც წვრთნას შეეხება. მაგალითი სახეზეა - ჩვენ, ვინც აქ ვართ, ეს ადამიანები რომ "ტურნიკზე" ვერ ავიწევით, ფაქტია... ჩვენ გვგონია, რომ ეს ამბავი ვანო მერაბიშვილამდე არ მისულა, არც გრიგალაშვილამდე, თორემ ასე არ დასრულდებოდა", - დაასკვნის რესპონდენტი.

"თუ არ იცის ვანო მერაბიშვილმა ამ ფაქტის შესახებ, უკვე "ალიადან" გაიგებს. ისე, რეფორმირებულ უწყებაში, რომელიც მოქალაქეების უფლებებს იცავს, მინიმუმ უხერხულია და მაქსიმუმ ძალადობაა, პატრულ ქალ თანამშრომლებს უფლებები ელახებოდეთ. როცა დღეს კარგად შეფუთულ-დაპიარებული პატრული, რომელიც "ვარდების რევოლუციის" უნაკლო მონაპოვარია, მართლა მარაზმია, ყინვასა და თოვლში ატირებული, აკანკალებული, ლამის ქალის სახედაკარგული პატრული ქუჩა-ქუჩა დადიოდეს და ძაგძაგით, თან ტირილში ოქმებს წერდეს... დასახელებული ქალების სახელები, გვარები და ფოტოები "ალიას" სრულად მიაწოდეს, მაგრამ ვინაიდან ვითვალისწინებთ მორალურ მხარეს და იმას, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მათ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, მათ გვარებსა და სურათებს სრულად არ ვბეჭდავთ. თუ რომელიმე მათგანს გაუჩნდება სურვილი ამ თემაზე ღიად ისაუბროს და მოძალადე უფროსი ამხილოს, ჩვენ აუცილებლად დავუთმობთ საგაზეთო ადგილს", - აღნიშნავს გამოცემა.