ცოტა ხნის წინ ცნობილი ბრიტანელი კინომსახიობი, 45 წლის ჰელენა ბონემ კარტერი ისტორიულ სამშობლოში განსაკუთრებულად დააფასეს.
მსახიობი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის პატივით აღჭურვეს. ეს წოდება ქალბატონ ჰელენას დედოფალმა ელისაბედ მეორემ მიანიჭა.
“ძალიან აღელვებული გახლავართ, თუმცა არა მგონია ვიმსახურებდე ჯილდოებს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მამაჩემი იმსახურებს მედალს 25-წლიანი ბრძოლის გამო ქრონიკულ სენთან და საერთოდ, ყოველდღიური ჩუმი გმირობისთვის. ბედნიერი ვარ მივიღო ეს საოჯახო ჯილდო მისი ხსოვნის აღსანიშნავად.” – განაცხადა მსახიობმა სამადლობელო სიტყვით გამოსვლის დროს.
ჰელენა ბონემ კარტერმა კინოში გადაღება 1983 წელს დაიწყო. მსახიობი “ოსკარზე” ორჯერ გახლდათ წარდგენილი. 1983 წელს მთავარი როლისთვის სურათში “მტრედის ფრთები” და გასულ წელს, დედოფლის როლის განსახიერებისთვის ფილმში “მეფის სიტყვა”. ჰელენა ბონემ კარტერი ექვსჯერ იყო “ოქროს გლობუსის” ნომინანტი.