ოთარ ჩრდილელი ბარამიძეს:   გია, კაცობა, ადამიანობა ხომ გაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი?!

ოთარ ჩრდილელი ბარამიძეს: გია, კაცობა, ადამიანობა ხომ გაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი?!

გია, კაცობა, ადამიანობა ხომ გაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი?! – აღნიშნული კითხვით დეპუტატ გიორგი ბარამიძეს მისმა კოლეგამ ოთარ ჩრდილელმა საკომიტეტო სხდომაზე მიმართა, სადაც ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ჩრდილელმა ბარამიძის მიმართა, გადახედოს საკუთარ წარსულს და ნახავს, რომ მისი მისათითებული არავინაა.

"სამართალი მართლა ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად ყველას კართან მივა. გია ბარამიძე – ადამიანი, რომელიც სააკაშვილის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პიროვნება არის ჩამოყალიბებული... კითხვის დასმასაც ხომ თავისი ფორმა აქვს? გია ხომ შეიძლება კითხვა ადამიანურად დასვა. აი ეს ღვარძლი... ახალგაზრდა კაცი ხარ, ცხოვრება ხომ გინდა? მესმის, რომ პოლიტიკოსი ხარ. ბავშვი ვიყავი, როცა შენ პოლიტიკაში იყავი, მაგრამ რაღაც ხომ გაქვს – შინაგანი მე, კაცობა ხომ გაქვს? ადამიანობა ხომ გაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი?! გავიდეთ ქალაქში, ნებისმიერ ქალაქში. შენი თითით საჩვენებელი აქ არავინ არის. კარგად მოიკითხეთ თქვენი წარსული – თქვენ მეგობრის პატივისცემა არ იცით, გარდაცვლილის პატივისცემა არ იცით. სახელმწიფო სტრუქტურა თქვენნაირი ხალხით იყო გაჟღენთილი. შენთან პიროვნული არაფერი მაქვს, საერთოდ არ მინდა შენთან ერთად ჰაერს ვსუნთქავდე", - მიმართა ბარამიძეს ოთარ ჩრდილელმა.

თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს შორის დაპირისპირება ბარამიძის კითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდებისა და "რემენას" გაპარების საკითხზე ვახტანგ გომელაურის პოზიციით დაინტერესდა.