„ტუსკმა ჩვენი მთავრობის რეაქცია და გონივრულობა დადებითად შეაფასა“

„ტუსკმა ჩვენი მთავრობის რეაქცია და გონივრულობა დადებითად შეაფასა“

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა, საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას აცნობოს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ჩავაყენოთ საქმის კურსში, მოვახსენოთ იქ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც არსებობს საოკუპაციო ხაზთან. ამასთან დაკავშირებით, გზავნილები ჩვენ მოვისმინეთ. ტუსკი იყო საქართველოში და მან დადებითად შეაფასა ჩვენი მთავრობის რეაქცია და გონივრულობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.