კომიტეტებმა „სუს“-ის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს

კომიტეტებმა „სუს“-ის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს

ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა „სუს“-ის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს, რის შემდეგაც, სხდომაზე ფარული კენჭისყრა გაიმართა.

ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ წარადგინა. რის შემდეგაც, მისი კანდიდატურა პარლამენტმა  უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

დეპუტატებმა ვახტან გომელაურის კანდიდატურა 2 კვირის ვადაში უნდა განიხილონ და 6 წლის ვადით დაამტკიცონ. დეპუტატები გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას 76 ხმით, ფარული კენჭისყრით მიიღებენ. თუ ეს პროცედურა სამსახურის უფროსის დანიშვნით არ დასრულდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს და მის მოადგილეებს, რომელთაც უფლებამოსილება პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.

ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის განხილვა დღესვე პარლამენტის რიგგარეშე სესიაზეც მოხდება.