„ყველა დაპირება სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება“

„ყველა დაპირება სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება“

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ის ცვლილება განხორციელდება, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, ის რეფორმები, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს, საარჩევნო სისტემისთვის იქნება კარგი.

„რაც შეეხება დაპირებებს, ყველა დაპირება სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება. ამასთან, რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, თქვენ იცით, რომ სარჩელი იყო შეტანილი საკონსტიტუციოში ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით, პარლამენტი მუშაობს. განხორციელდება ის ცვლილება, რითაც სარჩელი დაკმაყოფილდება. 2020 წლისთვის, თქვენ იცით, რომ სრულიად კონსტიტუციაში მოხდება ცვლილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის, ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ თვითმმართველობასთან, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემისთვის იქნება კარგი“, - განაცხადა კალაძემ.