ვიქტორ ჯაფარიძე გომელაურს - ხომ არ მოითხოვთ

ვიქტორ ჯაფარიძე გომელაურს - ხომ არ მოითხოვთ "ტრუპებს" ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს

ხომ არ მოითხოვთ "ტრუპებს" ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს", - ამ კითხვით მიმართა მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, ხომ არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიზირებული სტრუქტურა.

"დარწმუნებული ვარ პასუხში, მაგრამ მაინც მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ - ხომ არ იქნება ეს პოლიტიზირებული სტრუქტურა, როგორც მანამდე იყო? ხომ არ მოითხოვთ "ტრუპებს" ბატონო ვახო, ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს, როგორც ამას ითხოვდნენ წინა ხელისუფლების ძალოვანები", - განაცხადა დეპუტატმა.