„მე არ ვარ ჩინოვნიკი გამოძახებით“

„მე არ ვარ ჩინოვნიკი გამოძახებით“

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მან, შესაძლოა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.

როგორც მოლდოველ ჟურნალისტთან საუბარში სააკაშვილმა აღნიშნა, ის არ არის ჩინოვნიკი გამოძახებით და უკრაინიდან არსად წასვლას არ აპირებს. სააკაშვილის თქმით, ის მხოლოდ იმიტომ დათანხმდა პოსტს უკრაინაში, რომ ამ ქვეყანას, საქართველოსთან ერთად, თავის სამშობლოდ თვლის და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მისთვის თავი გასწიროს.

„ძვირფასო მარიანა, მე ძალიან მესიმპატიურება მოლდოვა და წარმატებას ვუსურვებ მას, მაგრამ მე არ ვარ ჩინოვნიკი გამოძახებით და დიდი პატივისცემის მიუხედავად, არავითარი თანამდებობა სხვაგან, არ მხიბლავს. უკრაინაში იმიტომ ვარ, რომ მიყვარს ეს ქვეყანა და, საქართველოს გვერდით, ჩემ სამშობლოდ მიმაჩნია და თუ დასჭირდა, მზად ვარ, უკრაინის გულისთვის თავი გავწირო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.