თქვენი დანიშვნის ერთადერთი საფუძველი არის ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

თქვენი დანიშვნის ერთადერთი საფუძველი არის ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

სამწუხარო რეალობაა ის, რომ თქვენი დანიშვნის ერთადერთი საფუძველი და ერთადერთი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა , - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს მიმართა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომაზე ვახტანგ გომელაურის ბიოგრაფია წარადგინა და აღნიშნა, რომ მისი ერთადერთი სამუშაო ადგილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშია.

"თქვენს ბიოგრაფიაში წერია, რომ თქვენი ერთადერთი სამუშაო იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობა. მინდა დიდი პატივისცემა დავაფიქსირო ყველა იმ მოხელის მიმართ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე იღებს გადაწყვეტილებას და მისი სპეციალურ სამსახურში, რათა საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე დაიცვას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინტერესები და პიროვნებები. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა და იმსახურებს ჩემი მხრიდან და საქართველოს ბევრი მოქალაქის მხრიდან დიდ პატივისცემას, მაგრამ სამწუხაროა, რომ არც ერთი სხვა დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი არ დაწინაურებულა ერთ დღეში და არ გამხდარა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირი. ერთადერთი ახსნა თქვენს დაწინაურებაში და შს მინისტრად გახდომაში არის ის, რომ თქვენი დასაცავი ობიექტი იყო ბიძინა ივანიშვილი. მე მაინტერესებს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ინტერესებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში არის ის, რომ ქვეყნის შს მინისტრი და უკვე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მთავარი საქმე და ამოცანა იყოს არა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა, არამედ, ერთი კაცის ე.წ. "პირველი მოქალაქის" ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ თქვენი დანიშვნის ერთადერთი საფუძველი და ერთადერთი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.