სოფელ კნოლევიდან გატაცებული 53 წლის მამაკაცი ცხინვალის მილიციიდან გაანთავისუფლეს

სოფელ კნოლევიდან გატაცებული 53 წლის მამაკაცი ცხინვალის მილიციიდან გაანთავისუფლეს

ქარელის რაიონში, სოფელი კნოლევის ახლოს ოთხი დღის წინ გატაცებული 53 წლის ვაჟა თოთლაძე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გუშინ საღამოს გაანთავისუფლეს.

ორი დღის წინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართულ რიგგარეშე შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ რამდენიმე მოთხოვნას შორის ვაჟა თოთლაძის განთავისუფლების საკითხი დააყენა.

ვაჟა თოთლაძე სახლში გუშინ საღამოს დაბრუნდა. მისი თქმით, მასზე რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა.

ოსურმა მხარემ ვაჟა თოთლაძე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა და ჯარიმის სახით 2 000 რუბლი გადაახდევინა.