"ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ ასეთმა სირთულემ არ შეგვაცდინოს და არ ავყვეთ ემოციას"

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს თავისი გეოპოლიტიკური სტრატეგია.

როგორც მარგველაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, საქართველოს უნიკალური როლი არა მხოლოდ რეგიონისთის, არამედ როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე აზიური ქვეყნებისათვის არის მნიშვნელოვანი.

"ჩვენ ხაზს ვუსვათ იმ უნიკალურ როლს, რომელიც ჩვენს ქვეყანას რეგიონში გააჩნია. როლს, რომელიც არა მარტო ქართველებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე აზიური ქვეყნებისათვის. ამაზე ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ. შევხედოთ იმ დინამიკას, რასაც ჩვენ ვავითარებთ, თუნდაც შევხედოთ წლევანდელი წლის საპრეზიდენტო ვიზიტებს, ვგულისხმობ 6 ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც საქართველოს ირგვლივ ამ თემატიკით იკვრება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ ასეთმა სირთულემ არ შეგვაცდინოს და არ ავყვეთ ემოციას. მინდა გითხრათ, რომ დონალდ ტუსკი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ჩვენს ამ განვითარების პროცესში. მისი ვიზიტის დროსაც საქართველოს გეოსტრატეგიის განვითარებაზე ვისაუბრეთ. ნათლად გამოკვეთილ უნიკალურ როლზე, როგორც რეგიონის მიმართულებით ასევე ევროპული და აზიური მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.