მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვლადიმერ პუტინზე სანდო არ არის

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვლადიმერ პუტინზე სანდო არ არის

ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვლადიმერ პუტინის შესახებ არ არის სანდო. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ვიცით თუ რამდენად უნდა ვენდოთ სააკაშვილის განცხადებებს. მას თავის ქვეყანაში კარგად იცნობენ, სადაც მას ჩასვლაც არ შეუძლია", - განაცხადა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს მხედველობაში სააკაშვილის მიერ გამოცემა "ინდეფენდენთისთვის" მიცემული ინტერვიუ აქვს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი "ნატო-ს გამოცდის იდეითაა შეპყრობილი".