ალექსეი პუშკოვი პოროშენკოს ახალ მაიდანს უწინასწარმეტყველებს

ალექსეი პუშკოვი პოროშენკოს ახალ მაიდანს უწინასწარმეტყველებს

რუსი პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტს ახალ რევოლუციას უწინასწარმეტყველებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი უკრაინაში რევოლუციას და ახალ "მაიდანს" უწინასწარმეტყველებს. ამის შესახებ პუშკოვი "თვითერის" საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, "მემარჯვენე სექტორის" ლიდერი, დიმიტრი იაროში მზადაა უკრაინელებს მიაწოდოს ახალი ორიენტირები რევოლუციური ცვლილებებისთვის. მისი თქმით, ერთ-ერთი ორიენტირია სწორედ, პოროშენკოს შეცვლა.