თურქეთში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია

თურქეთში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია

თურქეთის ქალაქ სურუჩში, გუშინ მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ეჭვმიტანილის საერთაშორისო და ადგილობრივი კავშირების დადგენა. გამომძიებელთა ვარაუდით, მას კავშირი აქვს ე.წ "ისლამურ სახელმწიფოსთან".

ქალაქ სურუჩში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი კულტურული ცენტრის სიახლოვეს მოხდა. თურქეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ სირიის სასაზღვრო რეგიონში, სადაც სურუჩი მდებარეობს, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.