გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს.
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი შოთა მამულაძე, აცხადებს, რომ პოლონურ-ქართული ექსპედიცია წელს ციხის სამ უბანზე მიმდინარეობდა.
„პირველ უბანზე აღმოჩნდა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, საკმაოდ საინტერსო არქელოგიური მასალა - მინის ნაწარმი, სხვადასხვა მონეტა. მეორე უბანზე - პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც შესანიშნავადაა წარმოდგენილი იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და რაც მთავარია, აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში, მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე. მოზაიკა, ძირითადად, შესრულებულია მოვარდისფრო და მუქი ფერის ქვების მონაცვლეობით. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ორნამენტები, უმთვრესად ჭადრაკისა და რომბისებური ფორმის ორნამენტები. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ორივე უბანზე გათვალისწინებულია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება“, - აცხადებს მამულაძე.
პოლონურ-ქართულ ერთობლივ ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდერობის დაცვის სააგენტო აფინანსებს.