„თუ შვედეთი ნატო-ს წევრი გახდება, რუსეთი სამხედრო კონტრზომებს მიიღებს“

„თუ შვედეთი ნატო-ს წევრი გახდება, რუსეთი სამხედრო კონტრზომებს მიიღებს“

იმ შემთხვევაში, თუ შვედეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, რუსეთი იმუქრება, რომ სამხედრო კონტრზომებს მიიღებს.

ამის შესახებ რუსეთის ელჩმა შვედეთში ვიქტორ ტატარინცევმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩმა ასევე დაგმო ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ მედიასაშუალებებით აგრესიული პროპაგანდული კამპანია მიმდინარეობს. მისი თქმით, შვედეთი არ წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეს.

„პუტინმა აღნიშნა, რომ შედეგები იქნება, რომ რუსეთი იძულებული გახდება, სამხედრო ხასიათის ქმედებებს მიმართოს და თავისი სამხედროების და რაკეტების პერეონტირება მოახდინოს. ქვეყანამ, რომელიც ნატო-ში შესვლას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს ის რისკები, რის წინაშეც ის აღმოჩნდება“, - განაცხადა ტატარინცევმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მას ეჭვი ეპარება, რომ შვედეთი უახლოეს მომავალში გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი.