"საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებზე თქვენს და თქვენი მთავრობის რეაქციას მაღალ შეფასებას ვაძლევ"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით საქართველოს მთავრობის რეაქციას, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთში დღევანდელი ვიზიტიც შეაფასა. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვიკაციაა.

"მე ახლახანს ჩამოვედი საზღვრის რეგიონიდან და დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვიკაციაა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია განსაკუთრებულ როლს თამაშობს, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან. ნება მომეცით ბატონო პრემიერო ხაზი გავუსვა, რომ მე მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს და თქვენი მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ვშიშობ, რომ ერთადერთი, რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები, ეს არის მოჭარბებული რეაქცია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ, მაგრამ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ",- განაცხადა დონალდ ტუსკიმ.