"ე.წ. ხელშეკრულებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ირგვლივ არსებული კონფლქტების მოგვარების ერთგული რჩება.

როგორც ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდგ აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"მე დავარწმუნე პრემიერი, რომ ევროკვშირი კონფლიქტის მოგვარების ერთგული რჩება. ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი საერთაშორისო სამართლის პრტინციპებს ეწინააღმდეგება",- განაცხადა დონალდ ტუსკმა.