„ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობა ძლიერია და ერთნაირი ხედვა გვაქვს როგორ შევქმნათ უკეთესი მომავალი“

„ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობა ძლიერია და ერთნაირი ხედვა გვაქვს როგორ შევქმნათ უკეთესი მომავალი“

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა შეხვედრაზე ის რეფორმები განიხილეს, რომელიც საქართველოს წინსვლისა და ტრანსფორმაციისთვის არის განსახორციელებელი.

ამის შესახებ დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების დღისწესრიგის ხელმოწერა ვიზეიმეთ. დღეს განვიხილეთ რეფორმები, რომელიც საქართველოს წინსვლისა და ტრანსფორმაციისთვის არის განსახორციელებელი, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი საქართველოს ევროპული მისწრაფებების ფონზე. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ძლიერია და ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევქმნათ უკეთესი მომავალი“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  თქმით, მას კარგად მოეხსენება, რომ ქართული საზოგადოება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით არის დაინტერესბული და ეს ორივე მხარის საერთო ამოცანაა.

„საქართველომ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც რიგაში ვთქვი, რომ თუ აღნიშნული პროგრესი კიდევ გაგრძელდება, თუ შემდეგი ტექნიკური მოხსენება პოზიტიური და დადებითი ხასიათის იქნება, იმედი მაქვს, ჩვენ წარმატებით დავასრულებთ აღნიშნულ პროცესს უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვდერაზე მხარეებმა რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას კი მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებული მხარეების, რაც შეიძლება დიდ მოცულობას ჩართავს.

„მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველოში პოპლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ექსტრემალური პოლიტიკის განხორციელებისგან თავი ყველა მხარემ უნდა შეიკაოს“, - აღნიშნა ტუსკმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ოპოზიციასთან.