პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს, სადაც განხილვის თემას მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციტივა წარმოადგენს.
სხდომაზე შეკამათება უმრავლესობის წევრს გიგა ბუკიას და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მოხდა.
როგორც ბუკიამ განცხადება, "ხაჩიძემ ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა "მიშა მაგარიას" ნაცვლად, "ადამიანები არ დავიჭიროთ" ამბობს". ბუკიას რეპლიკის პასუხად პავლე კუბლაშვილი დაინტერესდა, ხაჩიძის ინიციატივას "მიშა მაგარიასთან" რა კავშირი ჰქონდა.
"ბატონო გიგა, პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევით. გირჩევთ, ზედმეტად თემებით სპეკულირება არ გინდათ", - მიმართა ბუკიას პავლე კუბლაშვილმა.
ბუკიასთან ამ თემაზე იკამათა გიგი წერეთელმაც.